ძებნა

ვარ მოღლატე?!




თუ უშენობა უშენობით გამათამამებს
სულ სხვაგან წასულს გიღალატებ საკუთარ ცოლთან.!
ფიქრი კი ჩუმად გადაითვლის აზრის ჭაღარებს,
როცა გიხილავს წამიერად შენ სხვის საწოლთან.
კვლავ შევცოდეო! გამიელვებს მე გონზე მოსულს,
სახეს ამირევს დარდიანი ცოლის თვალები
და ჩემი სიტყვა, რომ ვაწყნარებ მეუღლეს ორსულს :
- კვლავ დამესიზმრა ის წყეული ტყე და ჭალები!
გადავაფარებ საბანს ისევ, რომ ჩაეძინოს,
რომ ვერ დალანდოს ჩემს თვალებში სევდის ცრემლები,
მე კი ფიქრებში ჩავიხუტებ წარსულის ღვინოს,
რომ მათრობელა მოგონებამ მხვიოს ხელები.
მომენატრეო, სიტყვა ჩუმად გადმომექცევა
შენზე ფიქრებით ტრანსში შესულს და ნასიზმრალევს
და ისევ ცოლის ტკბილი სიტყვა შემომეხვევა:
- არსად წავსულვარ… (ვერ შეამჩნევს გულს ნამტირალევს…)
და აღსარება… აღსარება და კიდევ ერთხელ
უფალო ასე რად გამწირე?.. – ვიტყვი ცოდვილი.
მამაო მისმენს…
- გთხოვ, შემინდე… (ვუკოცნი ერთ ხელს…)
- ვარ მოღალატე (ფიქრებში მხოლოდ…) ცოლის და შვილის!..
ავტორი: გიორგი ბოგველი

ცრემლთა ისარნი


ცრემლთა ისარნი მოსისხარნი ჩვენდა არენით
ილმენით გულნი ჭირ-ნახულნი, შეგვიწყნარენით!
უცხონი თემით სოფლის ცემით გავიგარენით,
უჭკნობნი ვარდნი ეს-გვარ დარდნი დავიბძარენით, -
არ ითქმის ენით, არცა სმენით, ეს იკმარენით!
როს გვაგონდებით, შევღონდებით, ლომნო ყმა-ძმანო,
თან-ზრდილნო სწორნო, განაშორნო, საყვარლად კმანო!
ვა კიდეგანთა, აზდენ თქმათა გლოვისა ხმანო,
ატადის-კალოს, სავალალოს, სადა ხართ, თქმანო!
დაგვბერნა ქარმან დაუწყნარმან, ზღვად ვიფარენით!
დაბერდა ყური, სევდის ჭური რა ჰპოვა სოფლით,
დაბინდნა თვალნი, შეუმკრთალნი, ცრემლით და ოფლით,
დადგესცა ხელნი, მარჯვედ წრფელნი, შორნი საყოფლით,
ხელმწიფე გული, ცეცხლ-დაგული, სულით გამყოფლით,
ჭირსამცა თქვენსა თუ გალხენსა, მოიხმარენით!
დავნატრი მზესა, სიამესა, დილა თქვენ გარებს,
ღამე მთოვარე, ქველ მოარე, ხასიათ გვარებს,
ცისკარ მთიები, სხვა ციები პირველ გახარებს
და მერმე ჩრდილოს სასიკვდილოს ღრუბელს დაჰფარებს!
ამ დღე-ღამითა და ჟამითა დაემწარენით!
სიზმარს ვემონვით ძილ-შეკონვით, ნუ თუმცა გნახეთ,
სახე-უსახო, საახვახო ეს განვიზრახეთ,
სხვამცა პატრონი, ანუ დრონი, ვერღა დავსახეთ,
ყარიბთა ბანი, გზის საბანი, ეკლით შევსჩმახეთ!
მოყვასთა ცრემლნი სწვიმეთ ცხელნი, მტერთ იხარენით!

არარსებული სიყვარული



ცვალებადია ყოველი წამი,წააგავს თვალებს.
და დრო თავს იკლავს ,ვნებააშლილ ქალწულის მკერდში,
რემარკისეულ ბებერ “კალვადოსს” ღრუბლებით დავლევ,
შემიყვარდება ნიკე ქალღმერთში.
და შემოდგომის ფოთლისფერია ჩემ გულში დილა,
შენ კი საფირონს დაატარებ თვალების ნაცვლად,
ალბათ ოდესღაც, მილიარდი მზეების წინათ,
ალბათ ოდესღაც, მილიარდჯერ მთვარეზე მაღლა,
ამტკივდა შენი არსებობა,
შენ კი ვერ გრძნობდი რატომ არის მზე ასე თბილი,
ალბათ ოდესღაც მილიარდი ჩასუნთქვის წინათ,
მე ვგრძნობდი ჩემივ პოეტურ ტირილს.
ვიმახსოვრებდი ყოველ წამს,
რომ სიკვდილის წინ,რომ მომესწრო კიდევ ცხოვრება,
მე სიზმრებიდან უფალიც მახსოვს,
მაგრამ ვერ შევძელ შენი სახის დამახსოვრება.
რადგან თვალებით გიყურებდი როცა გხედავდი,
რადგანაც გული ბრმავდებოდა.
მიყვარდა მიწა, მას ესმოდა შენი სულის ხმა,
მიყვარდა ზეცა,როცა ჩვენს ღრუბლებს სუნთქავდა ქარი.
და დედამიწა დაკარგული,
დავიწყებული მიწის თილისმა,
მუზების ჯარი.
ვსუნთქავდი ზამთარს და ვათბობდი გაყინულ სხეულს,
ვაფერადებდი ჩვენს სიყვარულს, მზეს რომ ვცდებოდი,
ღამეში ვკლავდი უკანასკნელ ორ ათასწლეულს,
მ ი ყ ვ ა რ დ ი,მაგრამ არასოდეს არ არსებობდი…
ცვალებადია, პოეზია არარსებული,
ოკეანეა თვალებში ცრემლი………
ნუგო გვენეტაძე

ქალთან ნანატრი ღამე…


რა ლამაზი ხარ ქალაუ,
ნეტავ შენს მკერდზე მაძინა,
ჩამაფლო დიდვან მკერდში და
არასდროს გამომაღვიძა.
დაგიკოცნიდი თვალ-ბაგეს,
ნელნელა ჩამოვყვებოდი,
ჭიპამდე რომ მივიდოდი,
ვნებით სულ ჩამოდნებოდი.
შენი სურნელით გაპოხილს,
სუნთქვაც კი შემეკვრებოდა,
დილამდე რომ მივიდოდით,
ისევ განმეორდებოდა.’
ვერონიკა სალაღაია

მაპატიე!!!


მაპატიე რომ გავბედე მე ოცნება შენზე
დავიღალე აგარ მსურს რომ ვიზრუნო სხვებზე
დრო მოვიდა რომ დავიწყო ცოტა ფიქრი ჩემზე
მე კომენტარს არ მოვისმენ ჩემ დაწერილ ლექსზე
მაპატიე მე რომ გთხოვე კიდევ ერთი შანსი
ალბათ მინდა რომ გავიგო მე ცხოვრების არსი
ნეტავ, საით იყურება, ვის უღიმის ღმერთი!?
შენნაირი იბადება ათასიდან ერთი.

თვალები


ისევ ღამე და ღია სარკმელი,
სარკმელში შუქი სავსე მთვარისა,
ციმციმებს, როგორც იმ ღამით შენი
თვალთა ალერსი ღმერთმა მაღირსა.
ალბათ იმ ღამით განგებამ ერთი
გამოიმეტა ჩემთვისაც ძღვენი
და დამიტოვა გასახსენებლად
ლამაზ  თვალების უწყვეტი ეშხი
მაგრამ, ადრე თუ გვიანაც ხსოვნა
სადღაც გაქრება-გაჰყვება წამებს…
ეს ლექსი გროშად გაიყიდება
 და ჩამოჰკრავენ უღმერთოდ ზარებს
შენი ნებაა თუ არ გიყვარვარ,
ვერ დაგაძალებ ღმერთმანი ვერა…
მაგრამ, თვალებით მაინც მითხარი,
რომ სამოთხეში ვიქნებით ერთად…

და ასე იქნება მარად!


ვმწყემსავთ მარტოობის დღეებს
და ჩაის მივირთმევთ მოცვის..
ლექსებს ვეუბნებით ხეებს
მაშინ, როდესაც მოწვიმს…
გარეთ ამინდია არეული;
სახლში თბილი ბუხარია, ცეცხლით…
ყვავილი იშლება გარეული
და ჩვენ ფანჯრებზე ვწერთ ხელით..
შენ სავარძელში ჩაჯდები და
ლექსებს წაიკითხავ თრთოლვით..
ხეებს ბეღურები ასხდებიან
და თავს გაირთობენ თოვლით…
შორს შენი მარტოობა მიცდის,
თვალები მიპყრობილი ქუჩას…
და ამ მოლოდინს ვიცით,
ბოლო არასოდეს უჩანს…
მე ქუჩებს მარტო მივუყვები
და კიბეს ამოვივლი წყნარად…
მოვალ, სიყვარულზე მოგიყვები
და ასე იქნება მარად!
მიხეილ სამხარაძე
[02.12.2008]